როგორ გამოვასწოროთ საკრედიტო ისტორია?
თითოეულმა მსესხებელმა იცის საკრედიტო ისტორიის (სი) მნიშვნელობის შესახებ, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს შეინარჩუნოს ის უმწიკვლოდ. ვადის გადაცილებით გაფუჭებული სი - ეს არის საბანკო კრედიტის გაფორმების ან საბანკო ბარათზე მცირე სესხის მიღების შესაძლებლობის უქონლობა. თუმცა, კარგი გადამხდელის რეპუტაციის დაბრუნება შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის საჭიროა საკმაო ძალისხმევა.
როგორც გავიგოთ, რომ სი (საკრედიტო ისტორია) გაფუჭებულია
თუ თქვენ აქტიურად მოიხმართ საბანკო მომსახურებებს და პერიოდულად იფორმებთ კრედიტებს, თქვენ რეგულარულად უნდა შეამოწმოთ თქვენი სი. ამისათვის საჭიროა ცენტრალურ ბანკში მოითხოვოთ საკრედიტო ისტორიების ბიუროების (სიბ) ნუსხა, რომლებსაც გააჩნიათ მონაცემები თქვენი საკრედიტო აქტივობის შესახებ, ხოლო შემდეგ შეუკვეთოთ თქვენი საკრედიტო ისტორია ორგანიზაციებში მიღებული ჩამონათვალიდან. ასე თქვენ გაიგებთ იმის შესახებ, თუ გადამხდელის რა რეპუტაცია შეიძინეთ, და გაიგებთ საჭიროა თუ არა მისი გამოსწორება.
სი-ის შემოწმება კიდევ საჭიროა იმისთვისაც, რომ თავი დაიზღვიოთ სხვისი შეცდომებისგან. ეს ანგარიში ფორმირდება ავტომატური სისტემის მიერ მონაცემებისგან, რომლებსაც იძლევიან კრედიტორები, ამიტომ მარცხი საბანკო სისტემის მუშაობაში ან სიბ-ში ინფორმაციის დაფიქსირების არაკორექტული მექანიზმი შეიძლება გახდეს არასწორი ისტორიის მიზეზი. თუ დროულად მოიძებნება არასარწმუნო მონაცემები, შეიძლება მათი სწრაფი და უმტკივნეულო გამოსწორება.
როგორ გამოვასწოროთ შეცდომა სი-ში
თუ თქვენი გადამხდელის რეპუტაცია შელახულია ტექნიკური შეცდომის ან ადამიანური ფაქტორის გამო, თქვენ გაქვთ უფლება გაასაჩივროთ თქვენი საკრედიტო ისტორია. ამისათვის საჭიროა მიმართოთ სიბ-ს ან იმ ორგანიზაციას, სადაც თქვენს სესხს ემსახურებოდნენ, წერილობითი განაცხადით და დოკუმენტებით, რომლებიც ადასტურებენ თქვენს სიმართლეს. მტკიცებულების სახით შეიძლება წარადგინოთ ცნობა კრედიტორისგან იმის შესახებ, რომ თქვენ არ გაგაჩნიათ გადაუხდელი სესხები და ვადის გადაცილებები, ასევე ქვითრების ასლები გადახდების შეტანის შესახებ. ორგანიზაცია განიხილავს თქვენს განაცხადს და გააუქმებს არასწორ მონაცემებს.
მომავალში უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად, შეინახეთ ქვითრები კრედიტის ან სესხის შენატანების გადახდის შესახებ რამდენიმე წლის მანძილზე. სესხის სრულად დაფარვის შემდგომ გირჩევთ აიღოთ კრედიტორისგან ცნობა იმის შესახებ, რომ დავალიანება დახურულია, და კომპანიას არ გააჩნია პრეტენზიები თქვენს მიმართ.
როგორ მოვიქცეთ, თუ სი (საკრედიტო ისტორია) გაფუჭებულია ვადის გადაცილების გამო
თუ თქვენი სი გაფუჭებულია იმის გამო, რომ თქვენ რეგულარულად არღვევდით გადახდების გრაფიკს, თქვენ მოგიწევთ ცდა, რომ ისევ გახდეთ სასურველი მსესხებელი ბანკის თვალში. იმისათვის, რომ გამოასწოროთ ინფორმაცია თქვენი შეცდომების შესახებ, შეიძლება რამდენი ახალი სესხის გაფორმება და დისციპლინირებულად მათი გადახდა. ამ შემთხვევაში თქვენი სი ვკლავ გახდება დადებითი, რადგან ინფორმაცია დროულად დაფარული კრედიტების შესახებ გადაფარავს ძველ ვადის გადაცილებებს.
ამ საქმეში ყველაზე უკეთ დაგეხმარებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (მსო), რომლებიც გასცემენ ვადიან სესხებს ისეთ მსესხებლებზეც კი, რომელთა რეპუტაცია შორს არის იდეალურისგან. კიდევ ერთი პლუსი - სწრაფი ონლაინ სესხების გაფორმება შეიძლება პატარა თანხებზე და მიღებიდან უკვე რამდენიმე დღის შემდეგ მათი გადახდის დაწყება, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს სი-ის გამოსწორების პროცესს. ასევე, პატარა სესხი მცირე ვადით არ იწვევს საგრძნობლად ზედმეტ გადახდებს პროცენტებზე, ხოლო თუ გამოიყენებთ აქციებს, რომლებსაც ხშირად სთავაზობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, მაშინ შეიძლება სესხის მიღება მართლა ხელსაყრელი პირობებით.
ამასთან მნიშვნელოვანია მკაფიოდ დაიცვათ საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, რადგან ვადის გადაცილების შემთხვევაში სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება, ხოლო არსებულ პრობლემებს კიდევ შეემატება სესხების ვალები. როდესაც ფარავთ მინი-სესხს, საჭიროა შეაგროვოთ ქვითრები გადახდების შენატანების შესახებ და აუცილებლად შეამოწმოთ, დახურულია თუ არა სესხი მისი სრულად დაფარვის შემდეგ.
რა არ უნდა გააკეთოთ
სი-ის გამოსწორების სწრაფვაში მთავარია არ გადააჭარბოთ და თავი მოარიდოთ საეჭვო სქემებს. არავითარ შემთხვევაში არ ღირს მიმართვა «ანტიკოლექტორებთან», რომლებიც გპირდებიან გარკვეული საფასურის სანაცვლოდ წაშალონ სი ან წაშალონ მასში მონაცემები ვადის გადაცილებების შესახებ. ასეთ «მომსახურებებს» სთავაზობენ თაღლითები, რომლებიც იტაცებენ საფასურის სახით მიღებულ ფულს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - ასევე მსხვერპლის პერსონალურ მონაცემებსაც.
ასევე არ არის საჭირო მოვლენების დაჩქარება და სხვადასხვა ორგანიზაციაში ერთდროულად რამდენიმე სესხის გაფორმება. ასეთი მიდგომა, სავარაუდოდ, მიგიყვანთ არა სი-ის გამოსწორებამდე, არამედ ახალი ვადის გადაცილებებთან და პრობლემებთან კრედიტორებითან მიმართებაში. სასწრაფო საჭიროებისთვის მიღებული სესხების ძალზედ დიდმა რაოდენობამ შეიძლება ბანკების თვალში შექმნას შთაბეჭდილება, რომ მსესხებელმა არ იცის რაციონალურად თავისი სახსრების გამოყენება და ამიტომ არის პოტენციურად სადეფოლტო მსესხებელი.
სი-ის გამოსწორება - ეს არის საკმაოდ შრომატევადი პროცესი, რომელსაც უნდა მიუდგეთ მთელი პასუხისმგებლობით. თუმცა თუ ჭკუით მოეკიდებით სიტუაციას, რაღაც დროის შემდეგ შესაძლებელი იქნება მსესხებლის დადებითი რეპუტაციის აღდგენა.