სად ავიღოთ სწრაფი სესხი ინტერნეტში?
ინტერნეტის სივრცეში ადვილია იპოვოთ საიტი, სადაც შეიძლება ფულის სესხება ისე, რომ არ მიმართოთ მეგობრებს დახმარებისთვის. მათ შორის ყველაზე პოპულარული ვარიანტებია - ონლაინ ბანკებში საკრედიტო ბარათის გაფორმება, ფულის მიღება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, ასევე „განცხადებების დაფები“ კერძო სესხების შესახებ.
სესხი საკრედიტო ბარათის მეშვეობით
თანამედროვე კერძო ბანკები სთავაზობენ მცირე ლიმიტის მქონე ბარათებს სახლში მიტანით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მიმართვის თაობაზე იქნება მიღებული დადებითი გადაწყეტილება, მენეჯერი მოვა თქვენთან - სახლში ან სამუშაოზე იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს ყველა საჭირო საბუთს, დოკუმენტების ორიგინალებს გადაუღოს სურათები და გადმოგცეთ თავად ბარათი. მთლიანობაში, ეს ჩანს, როგორც ფულის სესხების მოსახერხებელი ხერხი, რადგან გარკევეული თანხა თქვენს ხელთ იქნება პირველი დაფარვის შემდეგაც კი. გარდა ამისა, ბანკების უმრავლესობა იძლევა ეგრეთ წოდებულ grace-პერიოდს, რომელიც, საშუალოდ, შეადგენს 50 დღემდე. ამ დროის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სახსრები პროცენტის გადახდის გარეშე.
თუმცა საკრედიტო ბარათს გააჩნია რამდენიმე არსებითი ნაკლი:
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
თუ თქვენ გჭირდებათ სასწრაფოდ ფულის სესხება ონლაინ, მაშინ ამ საკითხის სწრაფად გადაჭრაში თქვენ დაგეხმარებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საიტები. ასეთ რესურსებზე ონლაინ სესხის გაფორმების პროცედურა არის მაქსიმალურად გამარტივებული. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ დაგჭირდებათ საბუთების პაკეტის შეგროვება და სახლიდან გასვლა, ხოლო ფული მოგივათ თქვენთვის მოსახერხებელი გზით: ბარათზე, საბანკო ანგარიშზე ან პოპულარული გადახდის სისტემების ელექტრონულ საფულეზე.
ონლაინ ანკეტის შევსების მომენტიდან ბარათზე სახსრების გადმორიცხვამდე შეიძლება გავიდეს 5 წუთიდან 24 საათამდე. ყველაზე ხშირად, ხელმისაწვდომი ლიმიტი პირველი მიმართვის დროს შეადგენს იგივე 500 ლარამდე, მაგრამ ზოგადად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გასცემენ 1500 ლარამდე 5-დან 30 დღემდე ვადით. აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთი სავსებით ლოიალურია და მერყეობს 3%-დან 1% მდე დღეში. აქციების პერიოდში, შესაძლებელია ფულის მიღება სარგებლობაში 0%-შიც კი.
კერძო სესხები
კიდევ ერთი ვარიანტი, ვის შეიძლება სთხოვოთ ფული ინტერნეტში - ეს არის განცხადებების ონლაინ-დაფები და თემატური ფინანსური ფორუმები. იქ განთავსებულია შეთავაზებები ინდივიდუალური ინვესტორებისგან, რომლებიც მზად არიან გაასესხონ პრაქტიკულად ნებისმიერი თანხა (რამდენიმე მილიონამდეც კი) ყოველდღიური ან ყოველთვიური პროცენტების სანაცვლოდ. სამწუხაროდ, ამ სფროში აქტიურად ყვავის თაღლითობა, ამიტომ იმის განსაზღვრა თუ რამდენად კეთილსინდისიერია ესა თუ ის კრედიტორი, ზოგჯერ პრაქტიკულად შეუძლებელია.
ინტერნეტის საუკუნე ასევე არის ფოტოშოპის, გაყალბებული დოკუმენტების და ყალბი ფულის საუკუნეც, ამიტომ ჩვენ არ გირჩევთ მიიღოთ ფული კერძო პირისგან ონლაინ რეჟიმში ნოტარიუსთან ფიზიკური ხელშეკრულების შედგენის გარეშე. უმჯობესია თავი დაიზღვიოთ ნეგატიური შედეგებისაგან და ჩაწეროთ დოკუმენტებში მოვლენების განვითარების აბსოლუტურად ყველა შესაძლო სცენარი.
კიდევ ერთი ნაკლი - საჭიროება გაუგზავნოთ უცნობ ადამიანს თქვენი პასპორტის ფურცლების სკანირებული ასლები, გაუმხილოთ პირადი ინფორმაცია (სამუშაოს, საცხოვრებელი მისამართის, საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ და ა.შ.) ამ მონაცემების კონფიდენციალურად შენახვის გარანტიის გარეშე. უმჯობესია რამდენიმეჯერ კარგად აწონ-დაწონოთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, რათა მიიღოთ ნამდვილად სწორი გადაწყეტილება.
ახლა თქვენ იცით, თუ სად შეიძლება სახლიდან გაუსვლელად, ოპერატიულად და უსაფრთხოდ საჭირო თანხის სესხება. თუმცა, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის არჩევა ყოველთვის თქვენზეა.