დეტალური ინფორმაცია Mogo.ge -ს შესახებ

სესხის თანხა: 1000-27000 ₾
ვადა: 3-72 თვე
საპროცენტო განაკვეთი თვეში (წლიური ეფექტ.): ინდივიდუალური
პირველი სესხი: მაქს 30000 ₾

ინტერნეტში ხშირად შეიძლება ავტოლომბარდის განცხადებების პოვნა, რომლის მომსახურებით სარგებლობენ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები. თუმცა ყველას არ ესმის მისი მუშაობის არსი, ამიტომ ხშირად ხვდებიან უსიამოვნო სიტუაციებში. მოდით გავერკვიოთ, რა არის ავტოლომბარდი და რაში მდგომარეობს მისი თავისებურებები.

Mogo.ge ავტო ლომბარდი, avto sesxi - ეს არის კომპანია, რომელიც იძლევა სესხს სატრანსპორტო საშუალების უზრუნველყოფით, ასევე სესხს ავტომობილის საყიდლად.

ძირითადად აქტივის როლში ,როგორც წესი, გამოდის ხოლმე ავტომობილი, მაგრამ ბოლო დროს მსოფლიო პრაქტიკაში შემოვიდა მოტოციკლეტების, კვადროციკლების, სპეციალური ტექნიკის, თოვლმავლების და ტრანსპორტის სხვა სახეობების მიღება.

სესხის გაცემის პირობები ავტოლომბარდში

ლომბარდებში მიმართვის დროს ყურადღებით უნდა წაიკითხოთ პირობები და შეარჩიოთ კომპანია. ასეთ ორგანიზაციებს გააჩნიათ შემოსავლის სამი ძირითადი წყარო:

  • პროცენტები, რომლებიც ირიცხება სესხის სარგებლობისთვის;
  • ჯარიმები, რომლებიც დაწესებულია გადახდების ვადის გადაცილებისთვის და ავტომობილის უზრუნველყოფით სესხის ხელშეკრულების დარღვევისთვის;
  • ფულადი სახსრები, რომელსაც კომპანია იღებს ჩამორთმეული ტრანსპორტის გაყიდვიდან.

ყველა ამ შემთხვევაში კლიენტზე გაიცემა მცირე თანხა გარკვეული პროცენტით. თუკი მსესხებელი ვერ შეძლებს დროულად სესხის დაფარვას, სატრანსპორტო საშუალებას ჩამოართმევენ ვალების გამო და გაყიდიან. ზოგიერთი კომპანია სთავაზობს სხვა ვარიანტს: მანქანა რჩება კლიენტის სარგებლობაში დაფარვის მთელი პერიოდის მანძილზე. თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება საპროცენტო განაკვეთი და აქ  მნიშვნელოვანია სწორად გამოთვალოთ საკუთარი შესაძლებლობები.

არსებობს კიდევ რამდენიმე ნიუანსი ავტოლომბარდში მანქანის უზრუნველყოფით სწრაფი სესხის გაფორმების სურვილის შემთხვევაში:

  • საჭირო თანხის დამტკიცებისთვის ავტომობილი უნდა შეესაბამებოდეს ექსპერტის მოთხოვნებს;
  • იმისთვის, რომ მიიღოთ საჭირო თანხა ზოგჯერ გიწევთ დამატებითი რემონტის ჩატარება;
  • ავტომობილის გაყიდვის შემდეგ მფლობელს უბრუნდება მხოლოდ სხვაობა პროცენტების, ძირითადი თანხის და ავტომობილის ღირებულების შორის, ხოლო დანარჩენ თანხას იღებს კომპანია სსპ-ის უზრუნველყოფით სესხის ვალის გადახდის სახით;
  • შეფასების დროს განისაზღვრება მანქანის საბაზრო ღირებულება.

Mogo.ge საშუალებას გაძლევთ, რომ სესხის სარგებლობის დროს, გამოიყენოთ ავტომობილი. სხვა კომპანიებისაგან განსხვავებით Mogo არ იტოვებს ავტომობილებს გირაოს სახით. ზოგიერთ ავტოლომბარდში მიმართვის დროს კი თქვენი სატრანსპორტო საშუალება უნდა დატოვოთ სადგომზე. ამ ნიუანსის შესახებ კლიენტი იგებს უკვე დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ. მანქანის დაცულობისთვის გიწევთ დამატებით გადახდა, რადგან სადგომის დაცვის ფასი ჩვეულებრივ საკმაოდ მაღალია. თუმცა მოგო -ში ეს პრობლემა არ შეგექმნებათ. რა თქმა უნდა, მსგავსი მომსახურებების ბაზარზე არსებობს კლიენტებისთვის სხვა შეთავაზებებიც. თუმცა, საავტომობილო ლომბარდების დიდი რიცხვიდან ძნელია მოძებნოთ პატიოსანი კომპანია ხელსაყრელი პირობებით. სწორედ ამიტომ უმჯობესია აიღოთ სესხი Mogo.ge -ში, რადგან ამ შემთხვევაში ავტომობილი რჩება თქვენს პირად სარგებლობაში.

სსპ (სატრანსპორტო საშუალების პასპორტი)-ს გირაოდ სესხის უპირატესობები

გარდა სესხებისა, რომლებიც ავტომობილითაა უზრუნველყოფილი (მაგალითად Mogo.ge-ს ავტო სესხი ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხთა სიას მიეკუთვნება), მსოფლიოში ასევე არსებობს სესხები, რომლებიც ავტომობილის ტექ. პასპორტითაა უზრუნველყოფილი. არსებობს დიდი სხვაობა ავტომობილის უზრუნველყოფით და სსპ-ის უზრუნველყოფით სესხებს შორის. რაში მდგომარეობს ფულის მიღების უპირატესობები სატრანსპორტო საშუალების პასპორტის დაგირავების დროს? ეს არის მნიშვნელოვანი სარგებელი კლიენტისთვის:

  1. მიღებისთვის საჭიროა მხოლოდ სსპ-ის ორიგინალის წარდგენა, ამასთან მანქანის გამოყენება შეიძლება გადახდის მთელი ვადის განმავლობაში.
  2. თუ თქვენ ვერ ასწრებთ მთელი თანხის დროულად გადახდას, მაშინ ყოველთვის შეიძლება ხელშეკრულების პროლონგაციის გაფორმება.
  3. არ მოითხოვება დამატებითი გადახდა დაცვისთვისა და სადგომისთვის.
  4. სსპ-ის უზრუნველყოფით სესხის გაცემის დროს ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების რეალური, და არა საბაზრო, ღირებულების შეფასება.

მსოფლიოს მასშტაბით მრავალი კომპანია გასცემს სესხებს სსპ-ის გირაოდ 3000$ დან 25000$ ოდენობით. სესხის გაფორმება შეიძლება გარკვეული ვადით, ამასთან თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თანხა ვადაზე ადრე  გადაიხადოთ. არ მიაქვთ საკომისიო და არ აკისრებენ ჯარიმებს, არ მოითხოვენ თავდებობას და არ ართმევენ მანქანას.

როგორ ჩავაბაროთ ავტომობილი ავტოლომბარდში?

ყველაფერი ძალიან მარტივია. თქვენ იღებთ მანქანის ყველა დოკუმენტს, ყველა გასაღებს და სიგნალიზაციების ბრელოკებს, ასევე პირად პასპორტს ან პირადობას და მანქანით მიდიხართ ავტოლომბარდში. შეფასების შემდეგ, თქვენთან ფორმდება ხელშეკრულება, ფულის მიღებას თქვენ შეძლებთ იმავე დღეს. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ავტომობილის ღირებულების ის თანხა, რამდენადაც შეაფასებენ Mogo.ge -ს პროფესიონალი ექსპერტები.

ავტომობილის შეფასება ხდება ბევრი კრიტერიუმის მიხედვით. ისეთის როგორიცაა - გამოშვების წელი, ავტომობილის მარკის პრესტიჟულობა, ავტომობილის კოპლექტაცია, ავტომობილის მდგომარეობა. თუმცა იმისათვის, რომ თქვენ ავტომობილი მაქსიმალური თანხით შეაფასონ, უნდა გახსოვდეთ მარტივი წესები. ავტომობილი უნდა იყოს სუფთა, როგორც გარედან, ასევე შიგნიდანაც. ძარას, ბამპერებსა და ფარებს არ უნდა ჰქონდეთ ჩათელილი ადგილები და ბზარები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი მინუსია შეფასების დროს.

როგორი პროცენტებია?

როგორ ჩავაბაროთ მანქანა გავარკვიეთ, ხოლო როგორი პირობები და საპროცენტო განაკვეთი გელოდებათ? შეიძლება ასე ავტომობილის ჩაბარება არ არის ხელსაყრელი? პროცენტები საკმაოდ მისაღებია, რა თქმა უნდა, არავინ იმუშავებს უფასოდ. მოგო -ს შემთხვევაში სესხის გაცემის პროცენტი (საკომისიო) არის 4%. ვადა - 3 თვიდან 6 წლამდე. თუმცა, 6 წელი ეს არის მაქსიმალური ვადა. პროცენტები მერყეობს ვადის მიხედვით - რაც უფრო მეტია ვადა - მით უფრო მეტია პროცენტი. ასევე პროცენტი შეიძლება იყოს დაწეული (ზოგიერთ შემთხვევებში), თქვენი ავტომობილის «ახალი წლის» გამო.

სესხის დაფარვა

სესხი, რომელიც თქვენ მიიღეთ ავტოლომბარდში, უმჯობესია დაფაროთ დადგენილ ვადაში, თორემ შეიძლება გაჩნდეს ვადაგადაცილების პროცენტები, რომლებიც სრულიად არაა სასიამოვნო. ზოგჯერ სესხის 0,2% მდე დღეში, ეს კი არ არის პატარა თანხა. სესხი სრულიად უნდა დაფაროთ მითითებულ ვადამდე, თუმცა ამ ვადის დასრულების შემდეგ, ავტოლომბარდს კანონის მიხედვით არ შეუძლია თქვენი ავტომობილის გაყიდვა იმ დღესვე, ისინი შეეცდებიან დაგეხმარონ სესხის გადახდაში, მისი გახანგრძლივებით და ა.შ. თუმცა ამ ვადის შემდეგ - შესაძლებელია თქვენი ავტომობილის გაყიდვა აუქციონის დახმარებით. ავტოლომბარდების პლუსები და მინუსები

პლუსები:

  • სწრაფად იღებთ მსხვილ თანხას ნაღდი ფულით;
  • დოკუმენტების მინიმუმი;
  • არავითარი თავდები და შემოსავლების ცნობები.

მინუსები:

  • შეიძლება წააწყდეთ არაკეთილსინდისიერ ლომბარდს და დაკარგოთ მანქანა;
  • ავტომობილი შეიძლება არაობიექტურად შეაფასონ, შეამცირონ მისი ღირებულება;
  • თუ უყურადღებოდ წაიკითხავთ ხელშეკრულებას, არსებობს რისკი გადაიხადოთ მეტი.

რისგან შედგება ავტოლომბარდის მოგება

ავტოლომბარდების მოგების ძირითადი წყაროები არის - კრედიტის პროცენტები და საგირავნო ავტომობილების რეალიზაცია. ტრანსპორტი იგზავნება გასაყიდად საკრედიტო ხელშეკრულების და შემდგომი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ მსესხებელი ვერ ასწრებს ამ ვადაში კრედიტის დაფარვას.

B კატეგორიის ავტომობილი - ეს არის ტრანსპორტის ყველაზე ლიკვიდური სახეობა. ასეთი მანქანის ჩაბარება ლომბარდში შეიძლება მისი ღირებულების 80%(+-)-ად. დანარჩენი ტექნიკა უფრო დიდ ხანს იყიდება, ამიტომ ავტოლომბარდები იშვიათად გასცემენ ხელზე მის საბაზრო ღირებულებაზე მეტს.

როგორ ამოწმებენ მსესხებელსა და ავტომობილს ავტოლომბარდები

პირველ რიგში ავტოლომბარდის თანამშრომლები ამოწმებენ ავტომობილს. უპირატესობა ენიჭება 3 წლამდე ასაკის ავტომობილებს და 10 წლამდე ასაკის უცხოურ მანქანებს. ასეთი მანქანების გაყიდვა ყველაზე მარტივია, თუ მსესხებელი დროულად არ დახურავს კრედიტს. მანქანის მდგომარეობას ჩვეულებრივ ამოწმებს დამოუკიდებელი ექსპრეტი. გირაოდ არ მიიღება საავარიო, განუბაჟებელი და მოპარული მანქანები. ავტომობილი არ უნდა იყოს დატვირთული ვალებით. ესე იგი, თუ მანქანის კრედიტი არ არის დაფარული, ან ის იმყოფება გირაოდ სხვა ლომბარდში, ავტოლომბარდი უარყოფს თქვენს განაცხადს.

მსესხებლის პიროვნებას ლომბარდები ნაკლებად ამოწმებენ. საკრედიტო ისტორია და ჩაწერის ადგილი იშვიათად აინტერესებს ლომბარდს. თუმცა, თქვენ მოგიწევთ სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის დადასტურება. ეს ავტოლომბარდს აძლევს იმის გარანტიას, რომ მსესხებელი დროულად დააბრუნებს ვალს.

თუკი დაინტერესდით Mogo.ge -ს მომსახურებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ მათი ავტო სესხით, ავტოლომბარდით ან ავტოლიზინგით. გისურვებთ წარმატბებს!