დეტალური ინფორმაცია Crediton.ge-ს შესახებ
ძირითადი ინფორმაცია
თუ საქართველოს მოქალაქე ხართ, შეგისრულდათ 21 წელი და ხართ 65 წლამდე, თუ სასწრაფოდ გჭირდებათ ფულადი თანხა, რათა გადაჭრათ თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად შექმნილი პრობლემები, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, მოითხოვოთ სესხი ინტერნეტით კომპანია Crediton.ge-ში. Crediton.ge თქვენი საიმედო პარტნიორია, სადაც დაცულია თქვენი კონფიდენციალურობა, ამასთანავე კომპანია გთავაზობთ პირველ სესხს უპროცენტო გადახდით, ხოლო ყოველი მომდევნო სესხი ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთით, სასესხო ხელშეკრულება მარტივი და გამჭვირვალეა, შესაბამისად Crediton.ge ძალიან ადვილად მოგიგვარებთ ფინანსებთან დაკავშირებულ პრობლემებს. თქვენ არ მოგიხდებად ცნობებისა და გარანტორების მოძიება, ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის და განაცხადის შევსების შემდეგ რამოდენიმე წუთში აისახება თქვენს საბანკო ანგარიშზე და შეგიძლიათ ყოველგვარი გართულების გარეშე მიიღოთ სესხი. კომპანიის ბაზაზე არსებულ სამომხმარებლო გვერდზე თქვენ შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ყოველგვარ ინფორმაციას ,რომელიც თქვენს სესხთანაა დაკავშირებული.
პროდუქცია რომლებსაც სთავაზობს crediton-ი მომხმარებლებს.
კომპანია გასცემს, როგორც გრძელვადიან ასევე მოკლევადიან სესხებს.
- გრძელვადიანი სესხი
გრძელვადიანი სესხი გაიცემა მხოლოდ ისეთ მომხმარებლებზე, რომელთა ანგარიშებზეც 2-ზე მეტი დაფარული სესხია ასახული. თანხის რაოდენობა მერყეობს ეროვნული ვალუტით 1000-დან 10 000 -მდე. ხოლო სესხის აქტიურობის ვადა მოიცავს მაქსიმუმ 24 თვეს, მინიმუმ 30 დღეს.
- მოკლევადიანი სესხი
რაც შეეხება მოკლევადიან სესხებს მისი თანხობრივი რაოდენობა 100 დან 1500 ლარამდე მერყეობს, სესხის დაფარვისთვის აუცილებელია თანხა იქნეს სრულად შეტანილი. ხოლო ვადა კი 30 დღეა. მაგრამ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ მომხმარებლებს შეუძლიათ სესხის გადავადება 30 დღით, რაც რა თქმა უნდა მომხმარების კომფორტზეა გათვლილი რათ თქვენ შეძლოთ მომდევნო 30 დღეში საჭირო თანხის მოძიება.
კომპანია ითვალისწინებს რა, იმ ფაქტს, რომ ყველა მოქალაქეს არ აქვს თანხა თვის დასაწყისში მომხმარებლებს სთავაზობს თავად აირჩიონ სესხის გადახდის სასურველი თარიღი.
სესხის აღება
სესხის აღება ინტერნეტით ადვილი და მოსახერხებელია, ამისათვის კომპანიის ინტერნეტ გვერდზე ავტომატურ რეჟიმში გამოიტანთ სარეგისტრაციო ველს, სადაც შეიტანთ თქვენს პირად მონაცემებს, ამის შემდეგ მიუთითებთ სასურველ თანხას და სესხის ვადას, კომპანია თქვენი პირადი მონაცემების გადამოწმების შემდეგ გადაწყვეტს გასცემს თუ არა სესხს. კომპანიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენი სურვილის მიხედვით თანხა დაგერიცხებათ თქვენს პირად ანგარიშზე, რომლის იდენტიფიცირებაც პირადი ანგარიშიდან ერთი თეთრის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით დასტურდება, აღებულ სესხზე სასესხო ლიმიტის გაზრდა არ ხდება, თანხის წარმატებით დაფარვის მომენტიდან კი თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ახალი სესხი გაზრდილი ლიმიტით, ასევე თუ საჭიროა გადაფაროთ სხვა საბანკო ვალდებულებები.
ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამჭვირვალე პირობების ორმხრივ პატივისცემას და ნდობით გაჯერებულ ურთიერთობას. კომპანია Crediton.ge ენდობა თავის მომხმარებელს და თავის მხრივ ვალდებულებას იღებს ზედმიწევნით შეასრულოს ხელშეკრულების პირობები, რომელიც ასეთი რუდუნებითაა შექმნილი, შემუშავებულია დეტალურად და ინდივიდუალური მიდგომით. კომპანია Crediton.ge მოელის, რომ მომხმარებელიც პასუხისმგებლობით მოეკიდება კომპანიასთან თანამშრონლობას.
არჩევანი
ინტერნეტ სივრცეში უამრავი კომპანიაა სწრაფი ონლაინ სესხების გამცემი, თუმცა არჩევანი თქვენი გასაკეთებელია. თუ აირჩევთ კომპანია Crediton.ge -ს არ შეცდებით, რადგან სესხის მოთხოვნისთანავე მიიღებთ ხარისხიან მომსახურებას, დაგიკავშირდებათ სესხის ოფიცერი და თქვენთან ერთად მიიღებს თქვენზე ინდივიდუალურად მორგებულ პირობებს. ამასთანავე პირველი სესხის წარმატებით დაფარვის შემთხვევაში თქვენ მონაწილეობას მიიღებთ კლიენტის ლოიალურობის პროგრამაში.
კონფიდენციალურიბა
კომპანია იძლევა გარანტიას, რომ მონაცემები რომლებიც მიანდეთ კრედიტონ.ჯი-ს არ მოხვდება სხვა პირების ხელში, გარდა იმ შემთხვევებისა რომელიც იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული. თქვენ მიერ მიწვდილი ინფორმაცია ინახება დაცულ ადგილას და იგი მუშავდება საქართველოს კანონმდებლობით ,,მონაცემთა დაცვის'' თახახმად.
- სესხის გასაცემად შესაძლებელია დაგიკავშირდეთ კრედიტ ოფიცერი რათა დაზუსტდეს თქვენი ავთენტურობა და თავიდან იქნეს არიდებული მესამე პირის მიერ თაღლითური გზით, თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებით სესხის აღება.
- კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მიაწოდოს მომხმარებელს ხარისხიანი მომსახურება, ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი როგორც მომხმარებლის აზრი რათა გაუმჯობესდეს მომსახურება და უკეთ იქნეს აღქმული თქვენი სურვილები.