როგორ ავიღოთ მიკრო სესხი პირადობისა და პასპორტის გარეშე? | Fulex.GE

როგორ ავიღოთ მიკრო სესხი პირადობისა და პასპორტის გარეშე?

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა კარგად იცნობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პირობებს. მათ იციან, რომ ბევრ მსო-ში მიკროსესხის გაფორმების დროს არ არის საჭირო არც შემოსავლის ცნობის, არც დასაქმების დადასტურების წარდგენა. ყველა საჭირო დოკუმენტი და მოთხოვნა დადის მინიმუმამდე. სესხის მიღებისთვის საჭიროა თან იქონიოთ მხოლოდ პასპორტი ან აიდი ბარათი (გააჩნია კომპანიას). თუმცა არსებობენ გამონაკლისები, როდესაც პასპორტიც კი არ დაგჭირდებათ.

როდის შეიძლება სესხის მიღება პასპორტის გარეშე?

უნდა იყოთ რეალისტი და გესმოდეთ, რომ თუნდაც თეორიულად, ძირითადი საბუთის გარეშე სწრაფი სესხის მიღება შეუძლებელია. სესხის ხელშეკრულება დგება და იდება სწორედ პასპორტის ან აიდი ბარათის საფუძველზე. ზოგჯერ, სრული სიმტკიცისთვის, რომ სესხს ითხოვს სწორედ ის ადამიანი, რომლის სახელზეც არის გაფორმებული ანკეტა, და არა მორიგი თაღლითი, რომელიც ცდილობს სესხის აღება სხვისი პასპორტით, ზოგიერთი გამსესხებელი ითხოვს პასპორტის სკანირების წარდგენას და პასპორტით ხელში სურათის გადაღებას.

თუმცა ფორმალურად, პასპორტის ან პირადობის გარეშე სესხის მიღების შესაძლებლობა მაინც არსებობს. არის რამდენიმე სიტუაცია, როდესაც სესხის გაცემის მსგავს მოთხოვნაზე მიიღება დადებით გადაწყვეტილება. მათგან პირველი - განმეორებითი მიმართვა მსო-ში, რომელთანაც თქვენ უკვე ადრე თანამშრომლობდით. თითოეულ კომპანიაში გათვალისწინებულია კლიენტების პერსონალური მონაცემების შენახვა და დამუშავება დიდი დროის განმავლობაში. ხოლო ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტის კიდევ ერთხელ წარდგენის აუცილებლობა არ არსებობს და ვალის თქვენთვის მისაწვდომ თანხას თქვენ შეძლებთ, მიიღოთ ზუსტად ორი დაწკაპუნების მეშვეობით.

მეორე სიტუაცია: იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტი რაღაც მიზეზთა გამო იყო დაკარგული, შეიძლება სცადოთ სესხის მიღება, ცნობის წარდგინებით, რომელიც გაცემულია შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ ახალი პასპორტის გაფორმებამდე. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა კრედიტორი არ არის მზად წავიდეს ასეთ დათმობაზე და მოცემული დოკუმენტის საფუძველზე დადოს ხელშეკრულება. ზოგიერთმა შეიძლება ისე შეაფასოს თქვენი მიმართვა, როგორც მცდელობა მოატყუოთ მიკროსაფინანსო და მცდელობა, აიღოთ ონლაინ კრედიტი თაღლითობის მეშვეობით.

ბოლო შესაძლებლობა - ეს არის სწრაფი ანუ იგივე ექსპრეს სესხი -ს გაფორმება ელექტრონულ საფულეზე. როგორ მუშაობს ეს? თუ თქვენ გაქვთ გახსნილი თქვენს სახელზე ელექტრონული საფულე, მაშინ ძალიან მარტივი იქნება  მიიღოთ სესხი პასპორტის გარეშე, ვინაიდან თქვენი დოკუმენტების სკანირებები უკვე მიბმული იქნება ექაუნთთან (ანგარიშთან) და კლიენტის იდენტიფიკაციის ჩატარება ამ შეთხვევაში მსო-სთვის საკმაოდ მარტივი იქნება.

სესხის ხელშეკრულების პირობები

თუ გამოგივიდათ თქვენს მოთხოვნაზე დადებითი პასუხის მიღება, არ ღირს ნაადრევად სიხარული და მაშინვე ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას. გახსოვდეთ, რომ ყველა სერიოზული მსო იშვიათად თანხმდება თუნდაც მცირე თანხის გაცემაზე პასპორტის გარეშე. ამიტომ, ფრთხილად იყავით და შეამოწმეთ, ხომ არ არის რაიმე საეჭვო გარემოება. ყურადღებით შეისწავლეთ შემოთავაზებული პირობები. ისინი საკმაოდ გასაგებად და დაწვრილებით უნდა იყოს აღწერილი. სესხის ხელშეკრულების წაკითხვამდე სასურველია გაეცნოთ მიკროსესხის ძირითად ტერმინებს, რათა სწორად გაიგოთ ყველაფერი, რაზეც იქნება საუბარი ხელშეკრულებაში.

სესხის ხელშეკრულების პირობები იყოფა სამ ნაწილად: არსებითი პირობები, დამატებითი და შემთხვევითი პირობები. ხელშეკრულების არსებითი პირობების პუნქტის ქვეშ უნდა იყოს გაწერილი: სესხის კონკრეტული თანხა, ხელშეკრულების დასახელება და ნომერი, მხარეთა რეკვიზიტები და ინფორმაცია ხელმოწერის ადგილის და თარიღის შესახებ. დამატებით პირობებში მითითებულია სესხის დაბრუნების ვადები, ასევე პროცენტების დარიცხვის წესი და თანხა. თავის მხრივ, შემთხვევითი პირობები ითვალისწინებენ მთლიანობაში ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამატებას ან ცვლილებას, იწერება ორივე მხარის ნება-სურვილითა და თანხმობით.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ხელშეკრულებაში ნათქვამია სესხის ხელშეკრულების გაწყვეტის შესაძლებლობის შესახებ, სესხის ვადამდე დაფარვის შესახებ, მეუღლეების საკრედიტო ვალდებულებების შესახებ და ა.შ. ეს წვრილმანები შეიძლება აღწერილი იყოს როგორც თავში დამატებითი პირობების შესახებ, ასევე თავში შემთხვევითი პირობების შესახებ.

ვის შეუძლია მიმართოს სესხის თაობაზე და რა უნდა გვახსოვდეს?

სესხის თაობაზე მიმართვის უფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, მაგრამ ზოგიერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ურჩევნია მუშაობა მხოლოდ 21 წელს მიღწეულ მოქალაქეებთან. მიუხედავად ასაკობრივი შეზღუდვისა, რომელიც არც თუ ისე ხშირად გხვდება, მსო-ში მიკროკრედიტის მიღება უფრო მარტივია, ვიდრე ბანკში. მთავარი განსხვავება მსო-ის ბანკისგან არის ის, რომ ფინანსურ მდგომარეობას და სამუშაოს არსებობას არ აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. სესხები პენსიონერებისთვის და სესხები სტუდენტებისთვის გაიცემა იგივე პირობებით, როგორც მომუშავე მოქალაქეებისთვის.

თუმცა, როდესაც დაუკავშირდებით მსო-ს, როგორც ბანკის შემთხვევაში, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ მსესხებლის მარტივი წესები და ყოველთვის უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის ვადაში დაბრუნებას. ამგვარად, თქვენ შეძლებთ გამოიმუშავოთ კარგი საკრედიტო ისტორია და იქონიოთ ყველა შანსი მომდევნო სესხის მიღებაზე, შესაძლო ბონუსებით და შეღავათებითაც კი. ხოლო სესხის მიღება ცუდი საკრედიტო ისტორიით იქნება ბევრად ძნელი, ზოგჯერ კი შეუძლებელიც. ამიტომ, რამდენადაც არის ამის საშუალება, ეცადეთ სესხის ვადის გადაცილებას თავი აარიდოთ. ყველაზე მთავარი, არ დაგავიწყდეთ ხელის მოწერამდე ყოველთვის შეამოწმოთ, კანონიერია თუ არა იმ კომპანიის საქმიანობა, რომელსაც თქვენ მიმართავთ, რადგან უკანასკნელ დროს არალეგალური მსო-ის სწრაფად გამალებით იზრდება.