როდის არ შეიძლება აიღოთ სწრაფი ინტერნეტ სესხები
დღეს ინტერნეტში შეიძლება იპოვოთ უამრავი სტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს ან როგორ არ უნდა გააკეთოთ ის. როდესაც ქსელის მომხმარებელი სვამს შეკითხვას «როდის არ შეიძლება ფულის სესხება», სავარაუდოდ, მას აინტერესებს რაღაც ასტრალური მიზეზები, რაღაც ამის მსგავსი: «ორშაბათს სავსე მთვარის შემდეგ სასურველია ეს არ გააკეთოთ». ჩვენ კი გვინდა აღვწეროთ ჩვენი ცხოვრებისთვის უფრო რეალური სიტუაციები, როდესაც არ ღირს სესხება, თუ ზედმიწევნით არ გაქვთ შეფასებული სიტუაცია.
მუდამ უნდა გახსოვდეთ იმის შესახებ, რომ როდესაც სესხულობთ ფულს, იღებთ საკუთარ თავზე მათი დაბრუნების პასუხიმგებლობას. ფიქრი ამის შესახებ, ასე თუ ისე ახდენს ზეგავლენას თქვენს ცხოვრებაზე, ამიტომ ღირს გულმოდგინედ მოემზადოთ დატვირთვისთვის, შეძლებისდაგვარად, არ “შეძვრეთ კრედიტში“, თუ იმყოფებით შემდეგ სიტუაციებში:
როდესაც უკვე გაგაჩნიათ სხვა ვალები
დღეს თითოეულმა სრულწლოვანმა იცის, რა არის კრედიტი და აქვს წარმოდგენა თუ როგორ მიიღოს ის. თითქმის თითოეულ ჩვენგანს აქვს ნასესხები ფული და უმრავლესობას გააჩნია ღია სწრაფი ინტერნეტ სესხი. ამიტომ, გვსურს ვთქვათ, რომ არ ღირს საკუთარი თავის უსასრულო ვალებში ჩათრევა. ყოველთვის უნდა შეაფასოთ საკუთარი სიტუაცია, მოახდინოთ ფინანსების წინასწარ პროგნოზირება. ვინმე შეიძლება ძნელად ართმევდეს თავს 400 ლარიან კრედიტს და არა იმიტომ, რომ მას არ ჰყოფნის ხელფასი, არამედ იმიტომ, რომ არ იცის თავის ფინანსების სწორი განკარგვა.
დაითვალეთ თქვენი ფული, რომელიც მოდის და მიდის. დაადგინეთ ბალანსი, დაიწყეთ საკუთარი ხარჯების კონტროლი და, შეიძლება, უკვე პირველივე დათვლის შემდეგ თქვენ დაინახოთ, რომ შეგიძლიათ საკუთარი თავისთვის ახალი დანახარჯების უფლების მიცემა. თუმცა, თუ თქვენ ხედავთ, რომ იმყოფებით სიტუაციაში, როდესაც არ შეიძლება აიღოთ ონლაინ სესხები - გაჩერდით. სავარაუდოდ, თქვენ იხდით თქვენი შემოსავლის საკმაოდ დიდ ნაწილს კრედიტორების სასარგებლოდ. უარი უნდა თქვათ ზედმეტ ხარჯებზე და შეამციროთ ყოველთვიური დანახარჯები.
თუ არ გაქვთ ფული გადადებული საგანგებო სიტუაციისთვის
რა თქმა უნდა, ეს არასავალდებულო პირობა არის, მაგრამ, მაინც, როდესაც თქვენ რეზერვში გაქვთ თუნდაც რაღაც თანხა საკმარისი, მაგალითად, კრედიტის ყოველთვიური გადახდის დასაფარად, თქვენ გაცილებით მშვიდად მიმართავთ ხოლმე ბანკს. ბევრ ადამიანს უყვარს ამ შემთხვევაში საკრედიტო ბარათზე მინდობა. თუ თქვენ მასზე არ იხდით კრედიტს და მას აქვს უპროცენტო ლიმიტი - ის შეიძლება მართლაც კარგი ინსტრუმენტი იყოს ფულთან მუშაობაში.
არ არის რეალისტური ბიუჯეტი
არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც, ფხიზლად არ/ვერ აფასებენ თავიანთ ფინანსურ სიტუაციას, იღებენ არასწორ გადაწყვეტილებებს და ვერ ამჩნევენ, რომ იმყოფებიან სიტუაციაში, როდესაც ფულის სესხება არ შეიძლება. ეს ხდება იმიტომ, რომ ყველამ არ იცის თუ როგორ მოახდინოს საკუთარი ბიუჯეტის სწორი პროგნოზირება. ამისათვის არსებობს ბევრი პროგრამა და მეთოდიკა, მთავარია - საკუთარი ხარჯების დაფიქსირება, მთელი ოჯახის შემოსავლის გათვალისწინებით ყოველთვიური ბალანსის დადგენა. ორი, სამი თვის შემდეგ თქვენ უნდა გაგიჩნდეთ საკუთარი სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ თქვენი ფინანსების მიმოქცევა და შესაბამისად, მიიღოთ გადაწყეტილება, აიღოთ სესხი თუ არა.
ფინანსური მდგრადობისა და ბიუჯეტის პროგნოზირების ყველა ძირითადი მეთოდიკა დადის ორ შემადგენელამდე. პირველი, ეს არის ისწავლოთ ნაკლები ხარჯვა. თითქმის ყველა ჩვენგანს აქვს ჩვეულება იყიდოს რაიმე უსარგებლო. როგორც წესი, ეს იმპულსური იაფფასიანი საყიდლებია, რომლებიც თვის მანძილზე მნიშვნელოვან თანხაში გადაიზრდებიან. მეორე შემადგენელი - ეს არის მოძებნოთ გზა თუ როგორ გამოიმუშავოთ უფრო მეტი ფული. დაამტკიცოთ სამუშაოზე, რომ იმსახურებთ მეტ ხელფასს ან მოიძიოთ დამატებითი გამომუშავების წყარო.
ასევე, გვსურს ვთქვათ იმის შესახებ, რომ საჭიროა არსებული და მომავალი კრედიტების დაფარვის სწორი ორგანიზება და სტრუქტურირება. ამაზეც ბევრი ინფორმაცია არსებობს ქსელში და ჩვენს ბლოგზე. კიდევ კარგი ჩვევა იქნება, საკუთარი ანგარიშის შევსება ყოველ ჯერზე, როდესაც ჩნდება ამის შესაძლებლობა.
საკუთარ ფინანსებისა და საკუთარი ვალების მდგომარეობის პულსზე მუდმივი დაკვირვებით, თქვენ შეძლებთ დაადგინოთ სიტუაცია, როდესაც არ შეიძლება ვალის აღება.