რისთვის არის საჭირო იპოთეკა?
ბინის შეძენა - ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიცია ადამიანის ცხოვრებაში. თუმცა, ადამიანთა უმრავლესობას არ გააჩნია საკმარისი თანხა საკუთრების შესაძენად. ამიტომ ისინი მიმართავენ ბანკს იპოთეკისთვის. კრედიტის ამ სახეობაზე არსებობს უამრავი ხუმრობა და ანეკდოტი, მაგრამ ხშირად ეს ერთადერთი გამოსავალია ხალხის უმეტესობისთვის, იმიტომ რომ ცოტა ვინმეს თუ შეუძლია ასე მარტივად წასვლა და ბინის შეძენა.
რა არის იპოთეკა?
იპოთეკა - ეს არის კრედიტი საცხოვრებლის თავდებით. იპოთეკის გადახდა შეიცავს ნასესხებ თანხას და ბანკის პროცენტს.
პირველად ტერმინი «იპოთეკა» გაჩნდა საბერძნეთში VI საუკუნის დასაწყისში. ასე უწოდებდნენ კრედიტორის მიმართ მოვალის პასუხიმგებლობას, რომლის უზრუნველყოფას წარმოადგენდა მიწა.
იპოთეკა არსებობს მოკლევადიანი (5 დან 15 წლამდე) და გრძელვადიანი (15 დან 30 წლამდე). რაც უფრო მცირეა ვადა, მით უფრო მეტია ყოველთვიური გადახდები, და პირიქით.
იპოთეკის ძირითადი უპირატესობაა, რომ ის იძლევა მხოლოდ პირველადი შენატანით (თუმცა ისიც არ მოითხოვება ყოველთვის) ბინის „აქ და ახლა“ შეძენის შესაძლებლობას. პირველადი შენატანი ჩვეულებრივ შეადგენს ბინის ღირებულების 20% დან 50% მდე.
იპოთეკის არსებითი მინუსი მდგომარეობს იმაში, რომ გადახდების საბოლოო თანხა ხშირად მინიმუმ 1,5 ჯერ აღემატება ბინის ღირებულებას. გარდა ამისა, პროცენტების გადახდას ემატება დამატებითი ხარჯები: შრომისუნარიანობის დაკარგვის, ცხოვრების და ბინის სავალდებულო დაზღვევა.
იპოთეკა შეიძლება გაფორმდეს ბინის შესაძენად ახალ აშენებულ შენობაში ან მეორადი საცხოვრებლის ბაზარზე, კერძო სახლი შესაძენად ან მისი მშენებლობისთვის.
როგორია საპროცენტო განაკვეთი იპოთეკაზე?
იპოთეკის საპროცენტო განაკვეთი უპირატესად ნაკლებია სესხების სხვა სახეობებთან შედარებით, იმიტომ რომ გირაოს სახით იდება საკუთრება.
ყველაზე პოპულარული საპროცენტო განაკვეთი 2015 წელს: წლიური 10-12% ეროვნულ ვალუტებში.
სიტყვამ მოიტანა და განაკვეთი შეიძლება იყოს ფიქსირებული და მცურავი. თუ თქვენ ფიქსირებულს ირჩევთ, მაშინ პროცენტი უცვლელი დარჩება. მცურავი სახეობა - ძალიან მოქნილია. პროცენტი რეგულირდება ბანკის მიერ და შეიძლება შეიცვალოს.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება იპოთეკის აღებისას
ბანკები, რომლებიც გასცემენ იპოთეკას
როგორც ცნობილია, საქართველოში იპოთეკური სესხების გაცემათა რაოდენობით ლიდერი არის საქართველოს ბანკი, რომელსაც პირველი ადგილი დიდი ხანია უკავია, შემდეგ ადგილზე არის თიბისი და ა.შ.
როგორ ავიღოთ იპოთეკა?
შეარჩიეთ ბინა ან სახლი, შეაფასეთ თქვენი გადახდისუნარიანობა. ამის შემდეგ გამოითვალეთ დაფარვის საორიენტაციო ვადა და გაიგეთ თანხა, რომლის გადახდას თქვენ რეგულარულად შეძლებთ (ამაში საკრედიტო კალკულატორი დაგეხმარებათ). ამოარჩიეთ რამდენიმე ბანკი ხელსაყრელი შეთავაზებებით. გაიგეთ, რა საბუთები არის საჭირო გაფორმებისთვის. დაწერეთ განცხადება იპოთეკის მიღებაზე. განახორციელეთ სავალდებულო გადახდები და მოაწერეთ ხელი ხელშეკრულებას. მანამდე გაეცანით ყველა პუნქტს. გადადით ბინაში და არ დაგავიწყდეთ დავალიანების დროულად დაფარვა.
რა დრო სჭირდება იპოთეკის გაფორმებას
ასეთი დონის კრედიტების გაფორმების ვადა დამოკიდებულია კონკრეტულ ბანკზე. გაფორმების ხანგრძლივობაზე მოქმედებენ არა მხოლოდ ბანკის მიერ წაყენებული მოთხოვნები, არამედ თავად კლიენტის მოქმედებების ოპერატიულობაც.
ასე, მაგალითად, დოკუმენტების შეგროვება, საშუალოდ, ხასიათდება ერთ თვიანი დროის დანახარჯით. გასაგებია, რომ თუ მსესხებელმა გადაწყვიტა ყველა ცნობის შეგროვება უშუალოდ განაცხადის შეტანის წინ, მაშინ მისი განხილვა გადაიწევს იმ დრომდე, სანამ არ იქნება წარდგენილი ყველა დოკუმენტი.
შესაძლებელია თუ არა თავის დახსნა იპოთეკისგან?
დიახ, შესაძლებელია იპოთეკაში ჩადებული საცხოვრებლის გაყიდვა, გაცვლა. იპოთეკისგან თავის დაღწევა საკმაოდ ადვილია, მაგრამ თქვენ დაკარგავთ ბინას.
შეუძლია თუ არა ბანკს ბინის წაღება?
ასეთი რამ ხდება ძალიან იშვიათად. ბანკები იწყებენ მოვალით დაინტერესებას მხოლოდ დავალიანების სამი თვის მანძილზე გადაუხდელობის შემთხვევაში. თუ მოვალე აგრძელებს პროცენტების და საურავის არ გადახდას, ბანკი წარმართავს განაცხადს სასამართლოში და მხოლოდ მას შემდეგ ხდება ბინაზე ყადაღის დადება.
თქვენ როგორ ფიქრობთ, იპოთეკა - ეს არის სამყაროს ბოროტება თუ სიკეთე? ველოდებით თქვენს პასუხებს კომენტარებში.