ფულის ხარჯვის 4 საუკეთესო გზა ბედნიერი ცხოვრებისთვის

რა შეიძლება მოყვე ფულის ხარჯვის შესახებ? ეს უფრო მარტივია, ვიდრე მათი შოვნა. თუმცა ამ საქმეშიც შეიძლება წარმატების მიღწევა და ცხოვრებით აბსოლიტურად კმაყოფილ ადამიანად ქცევა. ფსიქოლოგების და ეკონომისტების უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენეს: ბედნიერების დონე დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზე ვხარჯავთ ჩვენ საკუთარ დანაზოგს. მოდით გავერკვიოთ, რას მოაქვს ჩვენთვის უფრო მეტი სიხარული: ნივთების ყიდვას თუ შთაბეჭდილებების, გამოცდილების და ცოდნის შეძენას?

წარმოიდგინეთ: თქვენ ხართ ზღვაზე. სიცხე, მზე, ქვიშიანი სანაპირო. თუმცა, თქვენ არ გაქვთ საცურაო კოსტიუმი. ასევე, თქვენ გთავაზობენ პირველად ცხოვრებაში ნავით გასეირნებას და დელფინებთან ცურვას. დიახ, ეს უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ, მაგრამ თქვენ აქ გაქვთ ის, რაშიც შეიძლება ცურვა. ამ შემთხვევაში გამოსავალია ერთია: წახვიდეთ მაღაზიაში და იყიდოთ ბიკინი ან საცურაო ტრუსი. თუმცა თუ თქვენ უკვე გაქვთ საცურაო კოსტიუმი, მაშინ, რა თქმა უნდა, ღირს წახვიდეთ ნავით დელფინებთან, ვიდრე იყიდოთ მორიგი უსადენო დინამიკები. გამოდის, როდესაც თქვენ გაგაჩნიათ ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის, უკეთესია ფული დახარჯოთ მოვლენებზე, მოგზაურებებზე და ა.შ.

ნივთები დროთა განმავლობაში იცვითება, გბეზრდებათ და მათ ეჩვევით. ხოლო შთაბეჭდილებები და გამოცდილება რჩება ჩვენთან მთელი ცხოვრების განმავლობაში და ხდება ჩვენი საკუთარი თავის ნაწილი.

ისტერლინის პარადოქსი: ჩვენ ვყიდულობთ მატერიალურ კეთილდღეობას, რათა გავხდეთ ბედნიერები და ჩვენ ეს გამოგვდის, მაგრამ დროებით. ახალი ნივთები თავიდან გვახარებენ, მაგრამ შემდგომ მათ ვეჩვევით. მას შემდეგ, რაც თქვენ გაგიჩდებათ საკმარისი სახსრები, რათა შეიძინოთ ყველაფერი აუცილებელი, სიამოვნება ფულისგან დაიკლებს. ერთი წლის შემდეგ თქვენ აღარ იფიქრებთ რაიმე მორიგი ნივთის შეძენაზე, ხოლო იმ ემოციებს, აღმოჩენებს, ისტორიებს, რომლებიც გადაგხდათ თავს, მაგალითად, მოგზაურობის დროს, თქვენ დიდი ხნით დაიმახსოვრებთ.

ის საშუალებები, რომელთა შესახებაც ჩვენ მოგიყვებით დღეს, უზრუნველყოფენ თქვენთვის მომავლში დადებით ემოციებსა და სასიამოვნო მოგონებებს.

მაშ ასე, რაზე უნდა დახარჯოთ ფული, რათა გახდეთ უფრო ბედნიერი?

1) შთაბეჭდილებები

ეცადეთ იცხოვროთ უფრო ბრწყინვალედ. გაიხსენეთ თქვენი შთაბეჭდილებები მდინარეზე ცურვისას ან უცხო ქვეყანაში თავგადასავლების დროს. განსაკუთრებით საამურია სასაცილო და სასიამოვნო მომენტების გახსენება მეგობართან, რომელმაც განიცადა ეს ყოველივე თქვენთან ერთად. სიხარული კონცერტზე დასწრებისას უფრო დიდ ხანს გრძელდება, ვიდრე ახალი მიკროტალღური ღუმელის შეძენისას. ეწვიეთ სამხატვრო გამოფენას, გადით ბუნებაში, წადით მცირე მოგზაურობაში, გადახტით პარაშუტით, გაისეირნეთ გორგოლაჭებით ან ცხენით, წადით კონცერტზე. უამრავი ვარიანტი არსებობს! თქვენი ქალაქის აფიშის ხილვა შეგიძლიათ, რათა ეწვიოთ ამა თუ იმ თეატრსა თუ გამოფენას.

2) განათლება

განვითარდით და გაუმჯობესდით. გამოცდილება და ცოდნა, მიღებული სწავლების პროცესში, აუცილებლად გამოგადგებათ ცხოვრებაში და სამუშაოზე. ეს არის ინვესტიცია საკუთარ თავში, საკუთარ მომავალში. როდესაც შეისწავლით რაიმე ახალს თქვენ უფრო მეტ პატივს სცემთ საკუთარ თავს და მიიღებთ უამრავ ახალ ემოციას. ჩაეწერეთ სამსახიობო ოსტატობის კურსებზე, დაეუფლეთ ინგლისურს, ისწავლეთ ცეკვა ან გიტარაზე დაკვრა, ჩააბარეთ მართვის მოწმობის გამოცდა ან წაიკითხეთ საინტერესო წიგნი. ზოგიერთი უნარის შეძენა შესაძლებელია ისე, რომ არც კი მოწყდეთ ინტერნეტს. ამაში თქვენ დაგეხმარებათ ისეთი უფასო საგანმანათლებლო ონლაინ-რესურსები, როგორიცაა მაგალითად შემსწავლელი ვიდეოები YouTube-ზე.

3) დაეხმარეთ სხვებს

ჩაიდინეთ პატარა კეთილი საქმეები. უანგარო საქციელი გვცვლის ჩვენ უკეთესობისკენ, გვიუმჯობესებს ხასიათს და ჩვენს დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ. უბრალოდ წარმოიდგინეთ: სწორედ თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე ან გახდეთ ვინმეს ღიმილის მიზეზი. ასეთი რამ სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ და აავსებს ცხოვრებას უმაღლესი აზრით. ადამიანების დახმარება შეიძლება შემოსავლის ნებისმიერი დონით. თუნდაც 10 ლარი შეიძლება გახდეს გადამწყვეტი. მთავარია ამოარჩიოთ სანდო ორგანიზაციები.

რჩევა: შეიტანეთ თქვენს პირად ფინანსურ გეგმაში ყოველთვიური გადარიცხვები საქველმოქმედო ფონდში. თუნდაც ეს იყოს ძალიან მცირე თანხა. მცირე, მაგრამ რეგულარული გადახდები, უფრო უკეთესია, ვიდრე მსხვილი, მაგრამ ერთდროული.

4) საჩუქრები

აჩუქოთ სიყვარული და ზრუნვა ახლობლებს. გაუკეთოთ სასიამოვნო სიურპრიზი საყვარელ ადამიანს ნიშნავს მისი ბედნიერი თვალების და თვალუწვდენელი სიხარულის დანახვას. საჩუქარი - ეს არის დადებითი ენერგია, რომელიც აგავსებთ თქვენ და მას, ვისაც ის თქვენ აჩუქეთ, გააძლიერებს თქვენს ურთიერთობებს.

გაიხსენეთ რაზე ოცნებობენ თქვენი ნათესავები, ბავშვები, მეგობრები. საჩუქრის არჩევას მიუდექით შემოქმედებითად: ის შეიძლება იყოს სრულიად იაფიანი, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი. ასეთი საჩუქრების იდეები მოიძებნება ინტერნეტში.

დახარჯეთ უფრო მეტი ფული გამოცდილებაზე და უფრო ნაკლები მატერიალურ ნივთებზე. თქვენ იქნებით ყველაზე ბედნიერი ადამიანი, ხოლო თქვენი ცხოვრება გახდება უფრო ბრწყინვალე, ნათელი და სიყვარულით სავსე.